суббота, 10 апреля 2010 г.

  1. პროექტის სახელი – გიორგი ლეონიძისეული უჩვეულო სიტყვები
  2. პროექტის მოკლე აღწერა: გ. ლეონიძისეული უჩვეულო სიტყვების ამოწერა და განმარტება; სასწ. რესურსების (პლაკატების, ტაბულების ) შექმნა მომავალი სარგებლობისთვის.
  3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ამოწერენ გ. ლეონიძის შესწავლილი და არასაპროგრამო, მაგრამ წაკითხული ნაწარმოებებიდან მწერლის მიერ შექმნილ სიტყვებს; გააანალიზებენ მათ იმ გრამატიკული ცოდნის საფუძველზე, რომელიც აქვთ; დაწერენ თხზულებებს ამ სიტყვების გამოყენებით და იმსჯელებენ მწერლის დამსახურებასა და მნიშვნელობაზე ქართული ლექსიკის გამდიდრებაში. გამოიმუშავებენ და განიმტკიცებენ ძიებითი კითხვის ჩვევას, შექმნიან პლაკატებს, ხელნაწერ ჟურნალს, შეიძლება, ტაბულასაც; ასევე, ელექტრონულ მასალას – თუნდაც საპრეზენტაციოს.
  4. მონაწილეთა ასაკი – 13–14 წ., მე–8 კლასი.
  5. ვადები/ხანგრძლივობა – 2 კვირა.
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სამუშაო ჯგუფების შექმნა; ჯგუფებისთვის საძიებო სიტყვების გადანაწილება წარმოქმნის ან გრამატიკული თავისებურებების (მაგ., ნაზმნარი სახელები, კომპოზიტები, უჩვეულო ზედსართავები) მიხედვით; შიდა ჯგუფური სამუშაოს გადანაწილება (ვინ რა სახის პლაკატისა თუ ტაბულის მომზადებაში მიიღებს მონაწილეობას); მომზადება საბოლოო პრეზენტაციისთვის.
  7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიმეორებენ და გაიმყარებენ ცოდნას გრამატიკაში, კერძოდ: სიტყვების წარმოქმნა, კომპოზიტები და მათი მართლწერა; დააკვირდებიან და იმსჯელებენ მწერლისეული ლექსიკური ერთეულების ემოციურ დატვირთვაზე და ა.შ. გარდა ამისა, რაც მთავარია, შექმნიან მეტად საჭირო და საინტერესო სასწავლო რესურსებს პლაკატების, ტაბულისა თუ ელექტრონული მასალების სახით.
  8. სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეების მიერ შექმნილ სასწავლო რესურსებს (პროექტის მასალები) გამოიყენებენ სხვებიც; პროექტის განხორციელება კარგი მოტივაცია იქნება სხვებისთვისაც, რომ ამჯერად უკვე სხვა მწერლის შესახებ ჩაატარონ მსგავსი მუშაობა (მაგ., გოდერძი ჩოხელი...), შეადარონ გიორგი ლეონიძეს .
  9. სამუშო ენა – ქართული.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართ.VIII.3; VIII.4. (მოსწავლე ამოიცნობს და იყენებს მსჯელობის ძირითად ენობრივ მახასიათებლებს; მოსწავლე ირჩევს და იყენებს ზეპირი გამოსვლის მომზადების სტრატეგიებს); ქართ. VIII.8; VIII.9; VIII.10; VIII.11. (იყენებს ენობრივი მახასიათებლების ცოდნას ტექსტის სტრუქტურის ასახსნელად; იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს, აქ – ძიებითი კითხვა; წერილობით გადმოსცემს საკუთარ თვალსაზრისს, მოიხმობს არგუმენტებს; ირჩევს წერილობითი ტექსტის ფორმასა და სტილს მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით).
  11. პროექტის ფასილიტატორი – ნანი ვარდია
  12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა – nani.vardia@gmail.com
  13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი – http://www.nanivardia.blogspot.com/

четверг, 1 апреля 2010 г.



  1. პროექტის სახელი – საკლასო ოთახი


  2. პროექტის მოკლე აღწერა: საკლასო ოთახის კეთილმოწყობაზე ზრუნვა ან შევსება–გაფრთხილება.


  3. პროექტის სრული აღწერა: საკლასო ოთახი გარემონტებულია, მაგრამ ცარიელია ოთახიც და კედლებიც, არც გასანათებელი მოწყობილობაა, ამიტომ უნდა შევიტანოთ მერხები და სკამები, კედლები გალამაზდეს პლაკატებით, სტენდებითა თუ კედლის გაზეთებით, დაიკიდოს ფარდები, შეირჩეს ნათურის ფორმა და დამაგრდეს. მოფიქრებულ იქნეს სტენდების, პლაკატებისა თუ კედლის გაზეთების თემატიკა.


  4. მონაწილეთა ასაკი: 16–17 წ. მე–10 კლასი.


  5. ვადები/ხანგრძლივობა – 1–ლი ტრიმესტრი.


  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მუშა ჯგუფების შექმნა და დავალებების გადანაწილება; სკოლის დირექციის, მოსწავლეთა თვითმმართველობის, მშობლებისა და თემის ჩართვა დასახული საქმიანობების განხორციელებაში.


  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები იზრუნებენ კლასის იერსახის დახვეწა–სრულყოფაზე და, ბუნებრივია, ვინაიდან მათი ნაშრომია, გაუფრთხილდებიან მას და სხვებსაც მოუწოდებენ ამისკენ. მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ სხვებს (განსაკუთრებით მეხუთეკლასელებს, რომლებიც დაწყებითიდან მეორე საფეხურზე გადმოვიდნენ და ამდენად, ნაკლებად არიან დამოკიდებულნი მასწავლებელზე) და დაეხმარებიან; გამოცხადდება კონკურსი საუკეთესო საკლასო ოთახის გამოსავლენად და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.


  8. სარგებელი სხვებისთვის: გამოიყენებენ მათ გამოცდილებასა და რჩევებს; კარგი მაგალითი და მოტივაცია ექნებათ, რომ თვითონაც გააკეთონ მსგავსი რამ და გაიმარჯვონ გამოცხადებულ კონკურსში; დაფასდება დამლაგებლის შრომა; გაუმჯობესდება სკოლის საერთო იერსახე.


  9. სამუშაო ენა: ქართული.


  10. საგნებთნ/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთნ კავშირი: ესთეტიკური ციკლის საგნებთან (შრომითი სწავლება, ხატვა, ხელოვნება...)


  11. პროექტის ფასილიტატორი: ნანი ვარდია


  12. ფასილიტატორის ელ.–ფოსტა: nani.vardia@gmail.com


  13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://www.nanivardia.blogspot.com/