skip to main |
skip to sidebar
- პროექტის სახელი – საკლასო ოთახი
- პროექტის მოკლე აღწერა: საკლასო ოთახის კეთილმოწყობაზე ზრუნვა ან
შევსება–გაფრთხილება.
- პროექტის სრული აღწერა: საკლასო ოთახი გარემონტებულია, მაგრამ ცარიელია ოთახიც და კედლებიც, არც გასანათებელი მოწყობილობაა, ამიტომ უნდა შევიტანოთ მერხები და სკამები, კედლები გალამაზდეს პლაკატებით, სტენდებითა თუ კედლის გაზეთებით, დაიკიდოს ფარდები, შეირჩეს ნათურის ფორმა და დამაგრდეს. მოფიქრებულ იქნეს სტენდების, პლაკატებისა თუ კედლის გაზეთების თემატიკა.
- მონაწილეთა ასაკი: 16–17 წ. მე–10 კლასი.

- ვადები/ხანგრძლივობა – 1–ლი ტრიმესტრი.
- პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მუშა ჯგუფების შექმნა და დავალებების გადანაწილება; სკოლის დირექციის, მოსწავლეთა თვითმმართველობის, მშობლებისა და თემის ჩართვა დასახული საქმიანობების განხორციელებაში.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები იზრუნებენ კლასის იერსახის დახვეწა–სრულყოფაზე და, ბუნებრივია, ვინაიდან მათი ნაშრომია, გაუფრთხილდებიან მას და სხვებსაც მოუწოდებენ ამისკენ. მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ სხვებს (განსაკუთრებით მეხუთეკლასელებს, რომლებიც დაწყებითიდან მეორე საფეხურზე გადმოვიდნენ და ამდენად, ნაკლებად არიან დამოკიდებულნი მასწავლებელზე) და დაეხმარებიან; გამოცხადდება კონკურსი საუკეთესო საკლასო ოთახის გამოსავლენად და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.
- სარგებელი სხვებისთვის: გამოიყენებენ მათ გამოცდილებასა და რჩევებს; კარგი მაგალითი და მოტივაცია ექნებათ, რომ თვითონაც გააკეთონ მსგავსი რამ და გაიმარჯვონ გამოცხადებულ კონკურსში; დაფასდება დამლაგებლის შრომა; გაუმჯობესდება სკოლის საერთო იერსახე.
- სამუშაო ენა: ქართული.
- საგნებთნ/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთნ კავშირი: ესთეტიკური ციკლის საგნებთან (შრომითი სწავლება, ხატვა, ხელოვნება...)
- პროექტის ფასილიტატორი: ნანი ვარდია
- ფასილიტატორის ელ.–ფოსტა: nani.vardia@gmail.com
- პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://www.nanivardia.blogspot.com/
Комментариев нет:
Отправить комментарий