суббота, 10 апреля 2010 г.

  1. პროექტის სახელი – გიორგი ლეონიძისეული უჩვეულო სიტყვები
  2. პროექტის მოკლე აღწერა: გ. ლეონიძისეული უჩვეულო სიტყვების ამოწერა და განმარტება; სასწ. რესურსების (პლაკატების, ტაბულების ) შექმნა მომავალი სარგებლობისთვის.
  3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ამოწერენ გ. ლეონიძის შესწავლილი და არასაპროგრამო, მაგრამ წაკითხული ნაწარმოებებიდან მწერლის მიერ შექმნილ სიტყვებს; გააანალიზებენ მათ იმ გრამატიკული ცოდნის საფუძველზე, რომელიც აქვთ; დაწერენ თხზულებებს ამ სიტყვების გამოყენებით და იმსჯელებენ მწერლის დამსახურებასა და მნიშვნელობაზე ქართული ლექსიკის გამდიდრებაში. გამოიმუშავებენ და განიმტკიცებენ ძიებითი კითხვის ჩვევას, შექმნიან პლაკატებს, ხელნაწერ ჟურნალს, შეიძლება, ტაბულასაც; ასევე, ელექტრონულ მასალას – თუნდაც საპრეზენტაციოს.
  4. მონაწილეთა ასაკი – 13–14 წ., მე–8 კლასი.
  5. ვადები/ხანგრძლივობა – 2 კვირა.
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სამუშაო ჯგუფების შექმნა; ჯგუფებისთვის საძიებო სიტყვების გადანაწილება წარმოქმნის ან გრამატიკული თავისებურებების (მაგ., ნაზმნარი სახელები, კომპოზიტები, უჩვეულო ზედსართავები) მიხედვით; შიდა ჯგუფური სამუშაოს გადანაწილება (ვინ რა სახის პლაკატისა თუ ტაბულის მომზადებაში მიიღებს მონაწილეობას); მომზადება საბოლოო პრეზენტაციისთვის.
  7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიმეორებენ და გაიმყარებენ ცოდნას გრამატიკაში, კერძოდ: სიტყვების წარმოქმნა, კომპოზიტები და მათი მართლწერა; დააკვირდებიან და იმსჯელებენ მწერლისეული ლექსიკური ერთეულების ემოციურ დატვირთვაზე და ა.შ. გარდა ამისა, რაც მთავარია, შექმნიან მეტად საჭირო და საინტერესო სასწავლო რესურსებს პლაკატების, ტაბულისა თუ ელექტრონული მასალების სახით.
  8. სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეების მიერ შექმნილ სასწავლო რესურსებს (პროექტის მასალები) გამოიყენებენ სხვებიც; პროექტის განხორციელება კარგი მოტივაცია იქნება სხვებისთვისაც, რომ ამჯერად უკვე სხვა მწერლის შესახებ ჩაატარონ მსგავსი მუშაობა (მაგ., გოდერძი ჩოხელი...), შეადარონ გიორგი ლეონიძეს .
  9. სამუშო ენა – ქართული.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართ.VIII.3; VIII.4. (მოსწავლე ამოიცნობს და იყენებს მსჯელობის ძირითად ენობრივ მახასიათებლებს; მოსწავლე ირჩევს და იყენებს ზეპირი გამოსვლის მომზადების სტრატეგიებს); ქართ. VIII.8; VIII.9; VIII.10; VIII.11. (იყენებს ენობრივი მახასიათებლების ცოდნას ტექსტის სტრუქტურის ასახსნელად; იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს, აქ – ძიებითი კითხვა; წერილობით გადმოსცემს საკუთარ თვალსაზრისს, მოიხმობს არგუმენტებს; ირჩევს წერილობითი ტექსტის ფორმასა და სტილს მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით).
  11. პროექტის ფასილიტატორი – ნანი ვარდია
  12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა – nani.vardia@gmail.com
  13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი – http://www.nanivardia.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий